TBC
სეგმენტის ლიდი - 60 + სეგმენტი
Skills
2 days ago
Share this opportunity
Share this opportunity to other talents of your network:
✓ Offer them a visibility boost with clients.
✓ Help your contacts find their next job.
Important information
Contract type:
Permanent
Location:
Georgia
Work mode:
Onsite
Published on:
22 October 2026
What they need
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე.
თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.
ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდით ვახერხებთ. Ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, მაგრამ შეცდომების არ ეშინია. ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, შენ რა გჭირდება.
სამუშაოს აღწერილობა თიბისის, ყოველდღიური საბანკო ბიზნესის სტრატეგიული პროექტების მიმართულებით ვეძებთ - სეგმენტის ლიდს, რომელიც დაფარავს 60 + სეგმენტის მიმართულებას !
სეგმენტის სტრატეგია და პროდუქტების განვითარება
- შეიმუშავებ და მართავ სეგმენტის სტრატეგიას, საჭიროებებს, ღირებულების შეთავაზებებსა და განვითარების გზებს
- განსაზღვრავ და მონიტორინგს გაუწევ სეგმენტის KPI-ებს (მომხმარებლების მოზიდვა, აქტივაცია, შენარჩუნება, შემოსავალი, NPS და სხვა)
- დააინიცირებ სტრატეგიულ ინიციატივებს ზრდისა და კომერციული შედეგების მისაღწევად
- ჩაატარებ ბაზრის და მომხმარებლის კვლევებს
- გაანალიზებ კონკურენტების მონაცემებს და მომხმარებლის საჭიროებებს
- მჭიდროდ ითანამშრომლებ შიდა სტეიკჰოლდერებთან
Მომხმარებლის Გამოცდილება (Customer Experience)
- უზრუნველყოფ მომხმარებლის მოგზაურობის სიმარტივეს გაცნობიდან და აქტივაციიდან რეგულარულ გამოყენებამდე და შენარჩუნებამდე
- იმუშავებ კულტურული, ენობრივი და პროცესებთან დაკავშირებული ბარიერების შემცირებაზე მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის
გაყიდვები და ანალიტიკა
- დაგეგმავ გაყიდვების კამპანიებს და მოახდენ შესრულების მონიტორინგს
- შეიმუშავებ სტრატეგიებს მომხმარებლების მოზიდვის და შენარჩუნების მიზნით
- შეაგროვებ და გაანალიზებ მონაცემებს (ფინანსურ, ბიზნეს და მომხმარებლის შედეგებს)
კვალიფიკაცია
- საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროდუქტების განვითარების / სეგმენტური სერვისების ან მომხმარებელთა ჩართულობის, შენარჩუნების და CRM პროცესების მართვაში;
- გამოცდილება ანალიტიკის და მონაცემთა გაანალიზების მიმართულებით;
- გამოცდილება ანალირიკის და კამპანიების დაგეგმა/მართვის მიმართლებით;
- ბიზნესზე ორიენტირებული აზროვნება – გააზრება, როგორ გადაიქცეს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება MAU/MACH-ის ზრდად;
- მენეჯერულ გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა);
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.
დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Other offers great for you!
These companies are also looking for great profiles
Akatom
Expert Fonctionnel GED - Assurance au Mans (3J/semaine + TT)
600-650
Freelance
Le Mans, France
Hybrid
Skills
7 hours ago
Quick apply
Akatom
Consultant OpenShift Kubernetes sur Orléans - 3J/semaine + TT
600
Freelance
Orléans, France
Hybrid
Skills
7 hours ago
Quick apply
Fynd Recrutement
CDI - Chef de Projet / Delivery Manager SI (ERP ou CRM ou SIRH) - Partner - Pari
70000€
Permanent contract
Paris, France
Hybrid
Skills
3 hours ago
Quick apply
No company information available.