Find a jobRecruiters

Customer Experience Manager

Exclusive opportunity

Onsite

Customer Experience Manager

Dressup Group

Customer Experience Manager

Skills

Power BI

7 days ago

Share this opportunity

Share this opportunity to other talents of your network:
✓ Offer them a visibility boost with clients.
✓ Help your contacts find their next job.

Important information


Contract type:

Permanent

Location:

Tbilisi, Georgia

Work mode:

Onsite

Published on:

18 October 2026

What they need


„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი : ცვლებში - კვირაში 40 სთ, 2 დღე დასვენება;

ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

✨ რატომ Dressup?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
  • საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
  • საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
  • კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების შექმნასა და განახლებაში მონაწილეობა ყველა ბრენდისა და მიმართულებისთვის;
  • მომხმარებლის სრული Customer Journey-ის აღწერა, ანალიზი და მუდმივი ოპტიმიზაცია;
  • მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების ინიციატივების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომვის სისტემების (CSAT, NPS, CES და სხვა) ადმინისტრირება და განვითარება;
  • მომხმარებელთა გამოკითხვების დაგეგმვა, ორგანიზება და მიღებული შედეგების ანალიზი;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის სხვადასხვა წყაროდან სისტემური შეგროვება და მიღებული ინსაითების მომზადება;
  • მომხმარებლის დაკარგვის (Customer Churn) რისკების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ნეგატიური უკუკავშირის გამომწვევი მიზეზების ანალიზი;
  • განმეორებადი პრობლემების ტენდენციების იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტებთან გაუმჯობესების ინიციატივების კოორდინაცია;
  • მომხმარებლის გამოცდილებაზე მოქმედი რისკების მონიტორინგი და მათი შემცირების რეკომენდაციების მომზადება;
  • ორგანიზაციაში მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა;
  • CX მიმართულებით თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • ტრენინგების საჭიროებების იდენტიფიცირება და ტრენინგების ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნებისა და მონაცემებთან მუშაობის უნარი (Excel, Power BI ან მსგავსი ინსტრუმენტები);
  • მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერის ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ძლიერი საკომუნიკაციო უნარები - სხვადასხვა გუნდთან და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი;
  • ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ქართული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა.

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 1 ნოემბერის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Other offers great for you!

These companies are also looking for great profiles

Achil

Customer Success Manager Grands Comptes (H/F)

Permanent contract

Paris, France

Onsite

13 hours ago

Quick apply

Achil

Assistant Comptable H/F - Expérience en cabinet éxigée

Permanent contract

Bordeaux, France

Onsite

13 hours ago

Quick apply

Bloomays

🚀 Head of Talent Management & Employee Experience (CDI)

80-120K€

Permanent contract

Paris, France

Hybrid

Skills

Talent Management

10 hours ago

Quick apply

The best place to find your next move

© 2026. All Rights Reserved.

Talents

Find a job

Create a profile

Solutions and tools